დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ტენდერის საშუალებით, 100 000 ლარად 2 მილიონი ვაქცინაციის ბარათის და 2 მილიონი კითხვარის ბეჭდვის მომსახურება იყიდა.
ვაქცინაციის ბარათი უნდა იყოს – ზომა A5, ფერადი 4/4, პრიალა ცარცი 200 გრ, ორმხრივი ბეჭდვა. დიზაინი გადაცემული იქნება შემსყიდველის მიერ შეკვეთის განხორციელებისას. საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს 500 ცალიანი შეკვრებით/დაფასაოებით.
კითხვარი კი – ზომა A4, შავ-თეთრი, ოფსეტის ქაღალდი 80 გრ, ცალმხრივი მეჭდვა. დიზაინი გადაცემული იქნება შემსყისველის მიერ შეკვეთის განხორციელებისას. საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს 500 ცალიანი შეკვრებით/დაფასაოებით.
მიწოდების ბოლო ვადაა 2021 წლის პირველი დეკემბერი.
2 მილიონი ადამიანის ასაცრელად მინიმუმ 4 მილიონი დოზა ვაქცინაა საჭირო, მინიმუმ, იმიტომ, რომ ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, 15 პროცენტამდე იყოს შესაძლოა დანაკარგი ვაქცინის. როგორც ჩანს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ინფორმაცია, რომ 2021 წლის 1 დეკემბრამდე ქვეყანა ვაქცინის მინიმუმ 4 მილიონ დოზას მიიღებს, თორემ, წინასწარ ხომ არ შეუკვეთავდა იმას, რაც არ იცის, დასჭირდება, თუ არა?
ტენდერი კომპანია “ფავორიტი სტილმა” მოიგო. კომპანიის 96 პროცენტიანი წილის მფლობელი შპს პრინტ ჰაუსია. “ფავორიტის” დამფუძნებელი ივანე თევდორაშვილია, ივანე თევდორაშვილია 2016 წლის მონაცემებით შპს პრინტ ჰაუსის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი, თუმცა, 2016 წელს, კომპანიამ იუსტიციის სამინისტროს კრების ოქმის და წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გასაიდუმლოების თხოვნით მიმართა. ივანე თევდორაშვილი, თავის მხრივ, ყოფილი ვიცეპრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის სიძეა.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები