მე მგონია, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს – ასე პასუხობს გია ვოლსკი დასმულ კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა მედიით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება.
“ყველამ ყველაფერი კარგად იცის. დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან, ამით არავინ არც დასჯილა და არაფერი შედეგი ამას არ მოუტანია ვინმესთვის ცუდი. დღეს დავალება აქვთ, რომ ისევ აგინონ ბერა, მას მერე, რაც ოჯახი ჰყავს, ბავშვი გაუჩნდა, იქნებ ისევ კიდევ რაღაც მოიგონონ და რაღაც არიონ სიტუაცია, ისევ დავალებული აქვთ რომ გამოვიდნენ და მოიგონონ, როგორ ჩაუჯდა ვიღაც მანქანაში და უთხრა, რომ მოდით, იქნებ არ შეაგინოთ…. დღეს ახალგაზრდების გამოყვანა უნდათ და იმიტომ მოიგონეს ეს სისულელე და ამაზე როგორ გითხრათ, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოსო…
სანდრო გირგვლიანის მკვლელობა შეუკვეთეს, დაავალეს და მოკლეს, რეალურად აწამეს და მოკლეს ადამიანი. დღეს ეს ადამიანები დგანან და გეუბნებიან, იცით რა, იქ ბერამ ვიღაცას რაღაც შეუკვეთაო. რაც შეეხება მურუსიძეს, მე მისი ადვოკატი არ ვარ, მაგრამ მას დაუწერეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ის შედეგი უნდა დამდგარიყო, რაც დადგა. ბოროტება იმაშია, რომ მურუსიძეს კანონი დაუწერეს, დღეს დგანან და იმათი გამოძახილებით შეკითხვებს ვუსვამთ ერთმანეთს. ეს ხალხი დღეს შემკვეთიც და მწამებელიც, ამ ადამიანების გვერდით დგანან გინდა “ლელო” აიღეთ და გინდათ სხვა პარტია და აქედან მორალს გვიკითხავენ 11 წლის წინ რა განცხადება გააკეთა ბავშვმა, რომელსაც უწმაწურად აგინეს. ეს არის უზნეობა და უნდათ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ამ უზნეობაში ჩართონ…”
როგორც ვხედავთ, ჩანაწერების მონტაჟზე და ფაბრიკაციაზე აღარ საუბრობენ და არც ავთენტურობის დადგენას ითხოვს ვინმე.
ხო, მურუსიძეს კანონი დაუწერეს და რა ექნაო, შეეძლო მანტია გაეხადა და ხალხთან დამდგარიყო, მაგალითად, შეეძლო კანონის ისევ შეცვლისთვის ებრძოლა, შეეძლო სიმართლე ეთქვა… ბევრი რამ შეეძლო, მაგრამ ის გზა აირჩია, რომელიც ყველაზე მარტივი იყო.
კომენტარები