ყველას, ვინც დღეს ემიჯნება ამ კვერცხს და ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ის მხოლოდ ბოლო წლებში დეგრადირდა, იცოდეთ, რომ “არ პრავდება!”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ერთი მოხდენილი ფრაზა არსებობს: „თუ ბავშვობაში არ გქონდა ველოსიპედი, სამაგიეროდ ახლა გაქვს „ბენტლი“, შენ, ბავშვობაში მაინც არ გქონდა ველოსიპედი“.
ამიტომ ყველას, ვინც დღეს ემიჯნება ამ კვერცხს და ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ის მხოლოდ ბოლო წლებში დეგრადირდა, იცოდეთ, რომ “არ პრავდება!” – დაბადებიდან ასეთი კვერცხი იყო და ეს კვერცხი იყო თქვენი ლიდერი, თქვენი არჩევანი, თქვენი სახე, თქვენი ჰორიზონტი. ამ ტვირთის თრევა მოგიწევთ, ვიდრე ეს ქვეყანა არსებობს, ვითომ ყოფილო ნაცებო, თქვენ – ათასი მხრიდან პრადვინუტო პოპულაციავ და არასდროს ჩამოგხსნით ამ საპალნეს მაგ ცოდვით დამძიმებული მხრებიდან!“
კომენტარები