სპორტული ჟურნალისტი, დათო ხვადაგიანი, ავრცელებს ფოტოს და წერს:
“კარგია მსოფლიოს ჩემპიონობა, ევროპისაც და ნებისმიერ ტურნირზე გამარჯვება, მაგრამ დაბოღმილი კაცობა მაგრად ტეხავს !!!
რატომ დაბოღმილი ? იმიტომ ძმაო, რომ შენი საქციელით აჩვენებ ამას. ერთი მუშტი, თუ საგანი მოგხვდა თავში და ქვეყანა შეაწრიალე, შესაბამისად მაგ ხულიგნური საქციელის გამო ფედერაციის პრეზიდენტი დაიჭირეს და სასჯელი შეუფარდეს (დახვრეტით მაგის გამო არავის ხვრიტავენ და რა ვიცი, მეტი რა უნდა ექნათ?), შენ კი ადექი და მკვეთრად დაიწყე ნაცების მხარდაჭერა, ეგ კიდევ ჯანდაბას, პოლიტიკური გემოვნების ამბავია (თუმცა, ეგეც საკითხავია), მაგრამ აი რაც მაისურზე გაწერია და რა ლოზუნგითაც გამოდიხარ, ეგ არ გიტყდება ? იმ მუშტის მოხვედრა თურმე ისეთი „დიდი ამბავი“ ყოფილა, რომ ვერ აპატიე ვერავის, გაბუტული გაიქეცი ქვეყნიდან და ამ დროს ვალერი გელაშვილი რომ სწორედ სააკაშვილის უშუალოდ დავალებით ჯგუფურად სცემეს და სასიკვდილოდ გაწირეს, არ გსმენია ხომ ? არც კობა დავითაშვილის ამბავი ? არც გირგვლიანის ? არც 7 ნოემბერი, არც 26 მაისი ? და რომელი ერთი ჩამოვთვალო ? თუ მაგ დროს ჭურში იჯექი ? ყურიც არ მოგიკრავს ? და ასეთი ადამიანის გათავისუფლებას ითხოვ ? იმიტომაც გამოდიხარ ეგიოსტი, საკუთარი თავი გაწუხებს მხოლოდ და ჯინაზე, თუ ბოღმით ასეთ სისულელეებს აბრეხვებ !
ვერავითარი მედალი ვერ გადაფარავს კაცობას და ადამიანობას, თუ გაქვს რაიმეზე პრეტენზია, მარტო „შენი აივნიდან არ უნდა გადახედო“ მოვლენებს !
არასწორი რომ იყო ეს შენი გამოსვლა, იმითაც მტკიცდება, რომ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული ეს სურათი ან აიღე, ანაც დახურე (წერია მიუწვდომელია), მაგრამ ის მაინც გავრცელდა და ამიტომ რჩევა იქნება, სანამ ასეთ განცხადებებს გააკეთებ, მანამდე კარგად დაფიქრდი ხოლმე !”
სპორტსმენმა ზურა დათუნაშვილმა, რომელმაც გეგა გეგეშიძეს ცემის ფაქტზე უჩივლა, ქვეყანა დატოვა მალევე. ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა სერბეთის სახელით. მან თავისი გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს მიუძღვნა.
შეგახსენებთ, გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ 126-ე მუხლით აღიძრა საქმე, მას ფედერაციის პრეზიდენტის ადგილი ამ ინციდენტის გამო არ დაუტოვებია და მან გადაიხადა გირაო 5 000 ლარის ოდენობით.
კომენტარები