ჟურნალისტი მაკა რაზმაძე:
,,დაბრეცილი სარკეების ქვეყნად ვიქეცით.ბოროტება და უსამართლობა ” კაი ტიპობად” ითვლება,ფსევდო ემპათია და ერთმანეთის გლეჯვა ნორმად.უკუღმაა ყველა ფასეულობა და ამას “პოლიტიკას” ეძახის ყველა მხარე… ადამიანებს ერთმანეთი სძულთ და მზად არიან ჩაქოლონ და გადაუარონ ერთმანეთს და რომელ ბრძოლაზე ლაპარაკობს რომელიმე მხარე? ხალხია დაზარალებული სულ!ამ სოცქსელებმა ხომ მთლად გადააგვარა ყველანაირი ფასეულობა და ღირებული ურთიერთობები.სანამ ადამიანი ადამიანის სახეს არ დაიბრუნებს და ამ უკიდეგანო სიძულვილს არ მოერევა ასე ვიქნებით სულ-ხან ერთი მხარე გაიმარჯვებს,ხან მეორე და ხალხი იქნება სულ წაგებული!”
კომენტარები