იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებს მოუწოდებს, დაბრუნდნენ.
რატი ბრეგაძის თქმით, პატიმრების მიერ პენიტენციურის თანამშრომელი არ არის გატაცებული. იუსტიციის მინისტრი გაქცეულების ვინაობის შესახებ არ საუბრობს და ამბობს, რომ შსს-თან კოორდინირებულად მიმდინარეობს პატიმრების ძებნა.
“გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით და მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს. გამოძიების და ოპერატიული ღონისძიებების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მეტ დეტალებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს.
სრული ტყუილია, არავითარი პენიტენციურის თანამშრომელი არ არის გატაცებული.
დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე. ხაზგასმით მოვუწოდებ გაქცეულ პატიმრებს, რომ დროულად მოეგონ გონს, დაბრუნდნენ, ჩაბარდნენ და იქნებ ამით შეძლონ თავიანთი პასუხისმგებლობის შემცირება.
ასევე მინდა მოვუწოდო მათ ოჯახის წევრებს, იმ პირებსაც, რომლებსაც მათთან შეიძლება ჰქონდეთ კავშირი, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა არის მძიმე დანაშაული და თუ ვინმე შეუწყობს ხელს მათ მიმალვაში, იქნებიან კანონის სრული სიმკაცრით დასჯილნი. ჩენ კოორდინირებულად ვმუშაობთ შსს-თან ერთად და ტარდება ყველა სახის ღონისძიება, რომ ეს ადამიანები დროულად იყვნენდ აკავებულნი. არაფერია საშიში, მსგავსი ტიპის დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში.
დგება პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, რომლებმაც, ჩაიდინეს ეს დანაშაული და ასევე, თუკი რომელიმე თანმშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, დადგება პასუხისმგებლობა ამ თანამშრომლის.
იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ის პასუხისმგებლობას არ იღებს პატიმრების ბადრაგირებაზე და მხოლოდ იმაზეა პასუხისმგებელი, სამართლებრივი ღონისძიებები ჩაატაროს,
“მე პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რა სამართლებრივი ღონისძიებაც იქნება საჭირო, ის ღონისძიება აუცილებლად ჩატარდება”. – ამბობს ბრეგაძე.
პენიტენციურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური კლინიკიდან გაქცეულ სამ პატიმარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
კომენტარები