ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყენებს და წერს:
,,მანქანის კამერიდან გადაღებული ვიდეო. მოხდა ასე ერთი საათის წინ.
ახალგაზრდები აქციიდან მოდიოდნენ, ლაგუნასთან გაუჩერათ დაბურულ შუშებიანმა Corolla-მ, ვითომ რაღაცის საკითხავად. ფანჯრისკენ თავი რომ დახარეს, ფანჯრიდან წიწაკის სპრეი შეასხეს თვალებში.
ეს არის მშვიდობიან მოქალაქეებზე ხულიგნური თავდასხმა, რომელიც უდიდესი ალბათობით განახორციელეს “სამართალდამცავებმა” (დაბურული შუშებით სიარულის უფლება ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ აქვთ). ნომრები კარგად არ ჩანს, 499 არის ციფრები, წინ მგონი UU.
დაბურულ შუშებიან “მოქალაქეებს”, “ფოტოგრაფებს” და “ტაქსის მძღოლებს” ერიდეთ.”
კომენტარები