• რეკლამა
  • კონტაქტი
11:20, შაბათი, 17 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დადასტურდა, რომ ივანიშვილი საქართველოში რუსული გავლენის აგენტია – ბოკუჩავა

ალია ავტორი - ალია
12:19 12-28-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
821

მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა გავაგრძელოთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირების მიზნით, რათა ივანიშვილმა სანქციებისთვის თავის არიდება ოჯახის წევრების გამოყენებით ვერ შეძლოს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება „ადასტურებს, რომ ის საქართველოში რუსული გავლენის აგენტია“.

ბოკუჩავას თქმითვე, სანქციების შედეგად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ქონება ტოტალურად გაუფასურდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სანქციების გუშინდელი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ივანიშვილი რუსულ ინტერესებს, რუსულ სარგებელს ემსახურება და რომ ის, საქართველოში რუსული გავლენის აგენტია. ეს არის სწორედ ამერიკული სანქციების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დააწესა ე.წ. ოფაკის მექანიზმის გამოყენებით, ანუ საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის გამოყენებით, რომელიც განსხვავდება გლობალური “მაგნიცკის აქტისგან” და ეფუძნება სწორედ ივანიშვილის რუსული კავშირების, რუსული სარგებლისთვის მუშაობის ფაქტს. ივანიშვილის აქტივები დასანქცირდა ამერიკაში, მას აეკრძალა ნებისმიერი აქტივის ლეგალურად გაყიდვა, იქნება ეს უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, თუ მაგალითად, ფერწერული ტილო. ის ვეღარ შეძლებს, რომ ლეგალურად გაყიდოს ნებისმიერი აქტივი, ხოლო „შავ ბაზარზე“ ამგვარი აქტივების გაყიდვის შემთხვევაში კარგად გვესმის, რომ საბაზრო ღირებულების 10%-საც კი არ შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის ქონება სანქციების შედეგად ტოტალურად გაუფასურდა. ივანიშვილი ვერ განახორციელებს ვერც ერთ ფინანსურ ტრანზაქციას ამერიკულ დოლარში. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო გადარიცხვა, რაც შეიძლება ქართული ბანკების გამოყენებით განხორციელდეს, ამერიკული ბანკების გავლით, ე.წ. საშუამავლო ბანკების გავლით, რომლებიც მომენტალურად დაბლოკავენ ნებისმიერ ამგვარ ტრანზაქციას. „ოფაკის“ სანქციები მოიცავს ე.წ. მეორად ეფექტს, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი პირი, ან ორგანიზაცია, რომელიც ივანიშვილის სანქცირებულ ტრანზაქციასთან იქნება შემხებლობაში, შეიძლება ამერიკული სანქციების სამიზნე გახდეს. ნებისმიერი ქართული ბანკი, თუ დაუშვებს ივანიშვილისთვის ნებისმიერ ტრანზაქციას, თავად აღნიშნული ბანკიც შესაძლოა, დასანქცირდეს აშშ-ს მიერ, ეროვნული ბანკის, ან ნებისმიერი კომერციული ბანკის მხრიდან სასანქციო რეჟიმის დარღვევა უდიდეს დარტყმას მიაყენებს ქართულ საბანკო სისტემას და შესაბამისად, ტოტალურად ჩამოშლის ქართულ ეკონომიკას, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკი და არც ერთი კომერციული ბანკი ამ უდიდეს რისკზე, ქართული სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არ წავლენ.

ივანიშვილს ასევე დაებლოკა წვდომა სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისაღებ ასეულობით მილიონ დოლარზე. ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტოტალურ ფინანსურ იზოლაციაში მოაქცია და რამდენი „ქეშიც“ არ უნდა ჰქონდეს მას განსაკარგად, ამგვარ ტოტალურ ფინანსურ იზოლაციაში ვერ ისარგებლებს ვერც ერთი საბანკო მომსახურებით. ის დიდ ხანს ნამდვილად ვერ გაძლებს და ძალიან გაუჭირდება „ქეშით“ ოპერირება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, „ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილი ბიზნესი მას უნდა განუდგეს“.

„მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა გავაგრძელოთ მისი ოჯახის წევრების სანქცირების მიზნით იმისთვის, რომ ივანიშვილმა სანქციებისთვის თავის არიდება ოჯახის წევრების გამოყენებით ვერ შეძლოს. ვიცით, რომ მისი ქალიშვილი აშშ-ში ცხოვრობს, გარკვეული ბიზნესები აქვს და დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატები ამ სანქციების გაფართოებაზე გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილ ბიზნესთან იმისთვის, რომ მათი დასანქცირებაც მოხდეს. თუ პატრიოტული შეგრძნებებით არა, თვითგადარჩენის ინსტინქტით მაინც უნდა იხელმძღვანელოს ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილმა ბიზნესმა და ივანიშვილის დანაშაულებრივ, სანქცირებულ რეჟიმს თავის გადარჩენის მიზნით მაინც განუდგეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, „როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტრლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს”.

ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის”.

„ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved