ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი:
“დადგა დრო, როცა აუცრელი ადამიანი, ვეღარ უნდა მგზავრობდეს საზ.ტრანსპორტით,
ვეღარ უნდა შედიოდეს მაღაზიაში,
ვეღარ უნდა შედიოდეს კაფეში,
ვეღარ უნდა შედიოდეს რესტორანში,
ვეღარ უნდა შედიოდეს სამუშაო სივრცეში და ა.შ.
კეთილი ინებოს და ონლაინ გამოიწეროს პური.
ონლაინ ჩაიდგას ხინკალი.
ონლაინ იმუშაოს ან საერთოდ ვეღარ იმუშაოს.
თმაც თავად შეიჭრას და ფრჩხილზე ლაკიც ხელის ცახცახით გადაისვას.
ჰო, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს აცრის საშუალებას, მათ კი ექნებათ ექიმის დასკვნა.
და აი, ვინც საკუთარი გაუგებარი შეხედულებების გამო არ იცრება, ბოდიში და მათ მიმართ ტოლერანტულები ვეღარ ვიქნებით.
კი, ხელისუფლებასთან ერთად მათი ბრალიც არის, რომ ახალი ტალღა ჩაგვიტანს მალე.
მათი ბრალია, რომ ცხოვრება გვეცლება თვალსა და ხელს შუა.
იმ გაცვეთილი და ბანალური ფრაზისა არ იყოს, მათი უფლებები იქ მთავრდება, სადაც ჩემი უფლებები იზღუდება.
და ნუ ჩამიტარებთ აქ უფლებებზე ლექციებს.
არ უნდათ აცრა? კი ბატონო. იტარონ სამ დღეში ერთხელ პისიარი. ცხადია, საკუთარი ხარჯით.
პ.ს. ვისაც ეს პოსტი არ გეამათ, თამამად წამშალეთ. ნუ მოიშლით ნერვებს.”
კომენტარები