რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს. იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, თუმცა ირაკლი აბუსერიძის მომხრეები არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სოსო ტყემალაძის კომენტარი ასეთი იყო:
„ვნებები რომ ჩაცხრება, უსწრაფესად გადავალთ საქმეზე, რომ დავიწყოთ იმ გეგმების განხორციელება, რომლებზეც უკვე ვილაპარაკე. სამწუხაროა, რაც შენობის გარეთ მოხდა, იცოდით, რაც იყო დაანონსებული. ყრილობაზე მოსვლა კლუბებს ძალიან გაუჭირდათ. მესმის მათი და მინდა გადავცე, რომ მათთან თანამშრომლობას ეს ხელს არანაირად არ შეუშლის.
რაგბის კავშირს წელიწადნახევარია, პრეზიდენტი არ ჰყავს. დადგა ეს სანატრელი დღე. გამგეობას, დროებით პრეზიდენტ თორნიკე გოგებაშვილს მინდა მადლობა ვუთხრა. მათ ამ ურთულეს პერიოდში ღირსეულად იარეს და აქამდე მოიყვანეს ეს პროცესი.“
კომენტარები