თსუ-ს სტუდენტები, რომლებიც უკვე ორი თვეა აქციებს მართავენ უნივერსიტეტში, დღეს გავრცელებული კადრებისა და უნივერსიტეტის განცხადების შემდეგ, გვერდზე “ბრძოლა განათლებისთვის” თავადაც ავრცელებენ ვიდეოს და წერენ:
“ყველამ ვნახეთ როგორ გამოიყენეს კადრები ტელევიზიებმა! (ძალადობენ სტუდენტები და სცემენ დეკანს და ა.შ.) ახლა რა ხდებოდა სინამდვილეში: ეს ადამიანი დადგა რექტორის კაბინეტის დასაცავად დაცვის წინ. აქციის აქტიური ფაზისას ცუდად გახდა და მონაწილეებმა სცადეს მისი გარეთ გაყვანა, რათა წყალი დაელია და უკეთ გამხდარიყო. ვიდეოს თუ დააკვირდებით, ისმის სიტყვები: გთხოვთ, ჰაერზე გადით! უკან ნუ დაბრუნდებით, ცუდად გახდებით და ა.შ.
შეგახსენებთ, სტუდენტებს 4 მოთხოვნა აქვთ:
“1. გადადგეს რექტორი და შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი!
კომენტარები