,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:
„ასეც არ შეიძლება… პოლიციამ ისევ დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. დადიან ახლა უმწყემსო ნახირივით, ზოგს ნაჩუქარი პირბადე აქვს სახეზე, ზოგს „გორგიაში” რიგში დგომით ნაყიდი „სვარჩიკის” სათვალე, ზოგს აირ-წინაღი უკეთია, ზოგს აირ-უკანაღი.
აი იმ ანეკდოტისა არ იყოს, ინტერნეტი გაითიშაო და ქუჩაში გამოვარდა დაბნეული ხალხი ფოტოსურათებით, დასდევენ ერთმანეთს და მოწონებებს ითხოვენ. წადით სახლებში, დაიძინეთ, დაისვენეთ. ხვალ დიდი ხუთშაბათია, ზეგ – გარდამოხსნა. მაზეგ – უფლის დატირება, ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა. კვირას კი – აღდგომა!“
კომენტარები