ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე:
,,საბჭოთა პერიოდში, თბილისში განლაგებული იყო ე.წ. მე-8 პოლკი. მათი გამოყენება უნდა მომხდარიყო სახალხო მღელვარების ან პროტესტების დროს. დადიოდა ასეთი მოარული ლეგენდა, რომ ამ პოლკში მხოლოდ უდედმამო ახალგაზრდებს იღებენ, რადგან თითქოს მათ არ გააჩნიათ ემპატია ადამიანების მიმართო. ალბათ ეს ურბანული ლეგენდა იყო, მაგრამ ის მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა, დედის მიერ სიყვარულით აღზრდილი ადამიანი სასტიკი ვერ იქნება.
ჰოდა, გულწრფელად მაინტერესებს, რა დედამ შობა ეს ასეულობით მოძალადე სპეცრაზმელი და პოლიციელი ? რა ოჯახებში აღიზარდეთ ? ან თქვენი დედები არ გეკითხებიან შვილო რას სჩადიო ? ან ცოლი არ გეუბნებათ, რომ ახალგაზრდების სისხლით დასვრილი ლარებით შვილებს ვერ გავზრდიო ?
რა ჯიშისა ხართ ? ვინა ხართ ასეთები ? თქვენნაირებზე ამბობენ ეგენი საკუთარმა დედამ დაწყევლაო !”
კომენტარები