დღეს პრემიერმა, გახარიამ განაცხადა: “ზოგიერთმა უპასუხისმგებლო ვითომ მედია და სინამდვილეში პოლიტიკოსმა ეს ყველაფერი Live-ების დასადებად გამოიყენა“
მედიის ერთ-ერთმა საშუალებამ ხელი პირდაპირ დაადო გიორგი ვაშაძეს და თქვა, რომ გახარიამ სწორედ ამ პოლიტიკოსს გულისხმობდა.
“ალია” კომენტარისთვის დაუკავშირდა ბატონ გიორგის:
–ბატონო გიორგი, თქვენ დადიხართ ჟურნალისტის საშვით?
-რაც დაიწყო კარანტინი, ფეხით დავდივარ და ველოსიპედით, ამის მოწმე ათასობით ადამიანია. ისე, ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელი, რომ გახარია ჩემს ლაივებს უსმენს და იქნებ რამე მაინც გაითვალისწინოს.
კარგა ხანია, შემჩნეული მაქვს, რომ ჩემს ლაივებს უზის და მერე ჩემს ტერმინოლოგიას იყენებს. ჩემს ლაივებს ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს და როგორც ჩანს აღელვებს ეს ამბავი, მაგრამ შინაარსააც თუ დააკვირდება, არ იქნებოდა ურიგო.
–როგორ ფიქრობთ, რომელი პოლიტიკოსი იგულისხმა გახარიამ და ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, ვისზეა ამდენი საშვი გაცემული?
-არ ვიცი. მე ვითხოვ მაგაზე პასუხს. წესით, ეგ გახარიამ უნდა თქვას. დარწმუნებული ვარ ყველა ქოცაქტივისტს, მათ მეუღლეებს, ოჯახის წვერებს, საყვარლებს აქვს დარიგებული საშვი.
ალია
კომენტარები