• რეკლამა
  • კონტაქტი
07:47, ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დადო ექიმმა ტელეფონი და აქვითინდა…” – რა მოხდა ახალი წლის ღამეს

ალია ავტორი - ალია
15:40 01-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51,582

სპორტული ჟურნალისტი, დავით ბაკურაძე:

“სიცხე მაქვს, სურდო და ჯანდაბა.. ამაზე გამახსენდა..1996 წელია, მაშინაც 1 იანვარი იყო ჩემ 5 წლის გოგოს სიცხე მისცა და ახველებს, მაშინ სასწრაფოს მხოლოდ სერიოზულ შემთხვევებში იძახებდა ხალხი, ამიტომ ჩვენი პილიკლინიკიდან გამოვიძახეთ ექიმი, პოლიკლინიკაში ვერ წავიყვანდით, უარესად გაცივდებოდა. ჩვენთან სტუმრად იყო მაღალი, 100 კილოიანი, წვერებიანი, დაუოჯახებელი ჩემი მეგობარი გოჩა, რომელსაც თოვლის ბაბუად ვასაღებდით…ეს ჩვენი თოვლის ბაბუა ცდილობს გაართოს ჩემი შვილი როდესაც მოვიდა ექიმი…სუსტი, მაღალი, 30 წლამდე ქალი. გასინჯა ბავშვი და უწერს დანიშნულებას, ამ დროს დაირეკა სახლის ტელეფონზე, ავიღე
– გისმენთ
– გამარჯობა, პოლიკლინიკიდან გირეკავთ, ხომ არ მოსულა ექიმი?
– დიახ აქაა..
– თუ შეიძლება ტელეფონთან სთხოვეთ
მივიდა ეს ქალი ტელეფონთან, რაღაც რეპლიკების მერე ფურცელზე რაღაცის წერა დაიწყო…დაკიდა ყურმილი, დაბრუნდა ბავშვთან და გააგრძელა დანიშნულების წერა, თუმცა ეტყობა რომ ცუდ ხასიათზეა და ცრემლებიც ჩამოუგორდა…
– რამე პრობლემაა ქალბატონო?
– არა..არაფერი…
თუმცა ცრემლებმა იმატა…და აქვითინდა..
– ვეღარ ვქაჩავ… ჩვენი პედიატრი შვებულებაშია, ეს ჩემთვის მეხუთე გამოძახებაა დღეს…ეხლა კიდევ რამდენიმე დამიმატეს..ფეხით დავდივარ ამ სიცივეში ხან ჯავის ქუჩის აღმართზე, ხან ზესტაფონის ქუჩის დაღმართზე…ბოდიშს გიხდით… მაპატიეთ…
-არა როგორ გეკადრებათ
აქ გოჩა ჩაერთო
– თქვენი სახელი უკაცრავად..
– მარინა
– ქალბატონო მარინა, დღეს მეტი არაფერი საქმე მაქვს, ნება მიბოძეთ ყველა დანარჩენ გამოძახებაზე ჩემი მანქანით მიგიყვანოთ
– არა ბატონო..რას ბრძანებთ…
– უარი არ მიიღება, დღეს თქვენ განკარგულებაში ვარ
წავიდნენ გოჩას ნოლშესტით…იმის მერე ერთად დადიან 26 წელია, ორი შვილი ჰყავთ”
თეგები: დავით ბაკურაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

17:57 05-27-2025
აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით
ახალი ამბები

აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით

16:29 05-27-2025
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

14:50 05-26-2025
თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved