რომის პაპი აღდგომის დღესასწაულზე გამოჩნდა. Sky News-ის ცნობით, ფრანცისკე წმინდა პეტრეს ბაზილიკის შესასვლელთან აივანზე გაიყვანეს, შემდეგ კი ვატიკანში შეკრებულ მორწმუნეებთან მიიყვანეს.
რომის პაპმა შეკრებილებს უთხრა: “ძმებო და დებო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს”, ამის შემდეგ კი მისი მიმართვა მისმა თანაშემწემ წაიკითხა.
ფრანცისკემ საკუთარ მიმართვაში უკრაინაც ახსენა.
დაე, აღმდგარმა ქრისტემ ომისგან განადგურებულ უკრაინას სააღდგომო მშვიდობიანი საჩუქარი მოუტანოს და ყველა ჩართული მხარე წაახალისოს, შთააგონოს თითოეულ მათგანს, გააგრძელონ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, – ნათქვამია რომის პაპის მიმართვაში.
კომენტარები