პოლიტიკოსი, გიგი უგულავა აქციაზე სიტყვით გამოდის:
“მეგობრებო, როცა ჩვენ აქ ვიკრიბებოდით, იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გააკეთა და “შეთავაზა” სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა. ჩვენ არა ვართ ექიმები, 2 თვეა სწორედ იმას ვითხოვთ, ეს საკითხი კობახიძემ და ივანიშვილმა კი არა, ექიმებმა გადაწყვიტონ, ექიმებმა და მარტო ექიმებმა. თუ ექიმები ჩათვლიან საჭიროდ, აუცილებლად იმისთვის, რომ ისტორიული კატასტოროფა თავიდან ავიცილოთ, დაე, იყოს გორის ჰოსპიტალი და მოათავსონ მთვარსარდალი სამხედრო ჰოსპიტალში – ოღონდ ეს გადაწყვიტონ ექიმებმა და არა კობახიძემ და ივანიშვილმა.
ადამიანები არ იღლებით, ითხოვთ აქციებს, რამდენიმე დღის წინ, ბატონმა ნიკა მელიამ და ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა ვთქვით, რომ თუ სააკაშვილი იქნება გადაყვანილი ნორმალურ დაწესებულებაში, სადაც ის შეწყვეტს შიმშილობას, სადაც ექნება ადამიანური პირობები, სადაც მას ჩაუტარდება მკურნალობა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, ჩვენ იმ დაწესებულებას არ გავეკარებით, იქ აქციებს არ გავმართავთ, არავის მივცემთ უფლებას, რაიმე ტიპის პროვოკაცია მოახდინოს. სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა და ეს მოითხოვს საკმაო დროს. ჩვენ ამ პირობას შევასრულებთ, მაგრამ ერთი წუთით არ შევწყვეტთ ბრძოლას სააკაშვილის საბოლოო თავისუფლებისათვის.”
კომენტარები