პროფესორი, ბექა კობახიძე, აქვეყნებს Артем Бирюков-ის წერილს და წერს:
“არტიომმა ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი წამოიყვანა ოკუპირებული ტერიტორიიდან. ის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ძალდატანებით მობილიზაციას სასწაულებრივად გამოექცა. წამოვიდნენ უფულოდ, უტანსაცმლოდ, უგეგმოდ და ლამის უიმედოდ.
თქვენ, ჩემო მეგობრებო, მათ მიეცით სახლი, საჭმელი, ტანსაცმელი, ფული, ხვალინდელი დღის გეგმა და მომავლის იმედი.
აქ დავრჩებით, ვიმუშავებთ როგორც შეგვეძლება, ასეთ ხალხს და ქვეყანას სხვაგან ვერსად ვნახავთო.
ისევ მე დავაძალე, რომ შვილების უკეთესი მომავლისთვის სჯობდა მიეღოთ ის შემოთავაზებები, რასაც დასავლეთი უკრაინელ ლტოლვილებს სთავაზობს.
დღეს გაფრინდნენ. მათ თვალებში მე ვნახე მადლობის ცრემლები.
დიდი მადლობა ყველას, ვინც დაეხმარა. ვერ დავწერ და ჩამოვთვლი, რადგან აუცილებლად გამომრჩება, რადგან თავადაც არ ვიცი რამდენნი ხართ. ჩემთვის სრულიად უცნობი სახელები, კეთილი ადამიანები.
ამ უბედურებამ ბევრი ალტრუისტი და ფილანტროფი გამაცნო. ჩემი მხრივ, მეც ბედნიერი და ამაყი ვიყავი. აქვს ჩვენს ქვეყანას მომავალი. ჩვენ ერთად ერთი ოჯახი გადავარჩინეთ, ბოროტების იმპერია რომ დაინგრევა, ჩვენს ქვეყანასაც გადავარჩენთ
საუკუნე გავა და ის ნაყოფი არასდროს გაქრება, რაც ყველამ ერთად დავთესეთ. მადლობა!”
კომენტარები