„ნიუ ლაიფის“ დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“5 სექტემბერს, საღამოს 17.30 წთ ზე ვაანონსებ აქციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ზუსტად ამ დროს დავფრინდები, მაგრამ არ ვაპირებ ძალადობრივ კარანტინში წასვლას.
აქვე გაცნობებთ, რომ მე შემომთავაზეს გაჩუმება სახლში წასვლის სანაცვლოდ, მაგრამ არ მიმიტოვებიხართ, შემოვლითი გზებით არ მისარგებლია, რადგან ჩავთვალე რომ ეს საკუთარი თავის ღალატი იქნებოდა და სადაც ხალხი, მეც იქ უნდა ვიყო.
თუმცა, მანამდე როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ ჯანდაცვის სამინისტროში წარვადგინე ცნობა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ეს არ გაითვალისწინეს, გაგზავნილ აპლიკაციაზეც ავტორეფლაის მეტი არაფერი მომსვლია იმიტომ, რომ მთავრობას ადამიანების ჯანმრთელობა არაფრად უღირს და არ ვაინტერესებთ.
მოდით ყველა და მოიყვანეთ თქვენი მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები. მოდით ჟურნალისტებიც და ნახეთ, თუ რა საფრთხის ქვეშ აგდებს ჯანდაცვის სამინისტრო ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მე მზად ვარ ყველაფრისთვის, დაე თრევით წამიღონ, მთავარია ნახოს ყველამ, თუ რა სადისტების ხელში ვართ!!! მანამდე კი ჩემი იურისტები შეიტანენ მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს და იმედია ესეც გაშუქდება.
ვთხოვ ოპოზიციურ პარტიებსაც რომ მოვიდნენ. ვთხოვ ყველას რომ გააზიაროთ, რათა მეტი ხალხი მოვიდეს.”
მალევე, მარიამი კიდევ ერთ პოსტს და აქვეყნებს:
“აი მეგობრებო, ქვედა ტექსტის დადება იყო და ზუსტად 5 წუთში ეს მეილი მივიღე. დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდვია. არ მიშვენებ მოკლედ კარანტინში აღარ..
ეხლა მაინც ხედავთ, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს?”
კომენტარები