“პროთრეველ ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი მაია სიდამონიძე BMG-სთან საუბრობს:
ერთადერთი რაც მე და არამარტო მე, რეალურად ამ სფეროში, მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს გვანერვიულებს, არის ის, რომ უმეტესობა სასესხო შეღავათები რაც იყო გაცხადებული, იყო იურიდიულ პირებზე, უმეტესობას გვაქვს ფიზიკურ პირზე გაფორმებული საბანკო სესხები, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცით რომ ახალდაარსებულ შპს-ს არავინ არ მისცემდა სესხს. აქედან გამომდინარე 90%-ზე მეტ ადამიანს, პატარა სასტუმროების და გესთჰაუსების მფლობელებს, გვაქვს რეალურად ფიზიკურ პირზე გაფორმებული სესხები, რაც იმას ნიშნავს რომ დღევანდელი შეღავათების მიხედვით, ჩვენ ვერ ვხვდებით საშეღავათო პაკეტში.
რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი თხოვნაა, რომ ჩვენც გაგვითვალისწინონ, ვინც ამ სეგმენტში მოვხვდით და სანამ დადგენილება გამოვა, მოხდეს კორექცია, რა თქმა უნდა, თუ არის ამის შესაძლებლობა. იმიტომ რომ წინა 50 ნომრამდე სუბსიდირების შემთხვევაში, ასევე ძალიან ბევრი ვერ მოხვდა, იგივე მიზეზის გამო და იმის გამო, რომ რეალურად 300 000-ზე მეტს სესხი არ უნდა აღემატებოდეს, რაც მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის მეტი ინვესტიცია იყო საჭირო. მინიმუმ ნახევარ მილიონამდე სავარაუდოდ ძალიან ბევრს გვაქვს სესხი გამოტანილი.
თუ აქცენტი კეთდება სექტორზე, სადაც ძირითადი მოთამაშე მცირე და საშუალო ბიზნესია და „თუ გვინდა, რომ ამ სეგმენტსაც გარკვეულწილად შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეს, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი“
bm.ge
კომენტარები