პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის გუშინდელ ეთერს ეხმაურება და კითხვას, რომ არ იყო ეს ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის დაგეგმილი პროვოკაცია, ასე პასუხობს:
“ქართულმა ოცნებამ” დაგეგმა თუ – არა ეს პროვოკაცია, ფაქტია, რომ ის მოხდა, რაც მას ხელს აძლევდა. მე ძალიან მიკვირს მამუკა ხაზარაძისგან, როგორ აღმოჩნდა იგი ალეკო ელისაშვილთან ერთად სტუდიაში. პოლიტტექნოლოგიური, თუნდაც, პიარის თვალსაზრისით, ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. რაც შეეხება ოპოზიციისთვის დადებულ ნაღმებს, ის აუცილებლად იქნება. ამიტომაც ვთქვი, პროცესების შემდგომი განვითარება, უმეტესწილად, დამოკიდებულია ოპოზიციის ადეკვატურობაზე.”
კომენტარები