მწერალი, ლუკა ბაქანიძე, რომელიც სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულია, როგორც Lukrecio Bakanidze, წერს:
“რა გამოდის: მოსახლეობის რაღაც პროცენტი, ცოტა თუ ბევრი, განმისაზღვრავს ნებელობას, მსოფლხედვას, ჩაცმის სტილს, ქცევის წესებს, და ამ ყველაფერს იქმს ძალადობრივი გზით – თუ ვთქვათ მიუცხოვა ვიღაც ბნელის ვიწრო გონებრივმა დიაპაზონმა, და ჩემი თავისუფლების ხარისხის მიმართ აგრესიულად განეწყო, ვის უნდა მივმართო: სასამართლოს, რომელიც არ არსებობს, პოლიციას, რომელიც ასევე არ არსებობს, თუ ფეისბუქს, რომელიც, პრინციპში, ასევე ილუზიაა რაიმეს კეთების ?
ხომ ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, თუ სულიერად და მორალურად უკიდურესად არაა დაბეჩავებული, ორად ორ გზას აირჩევს : ან გაიქცევა სადმე იქ, სადაც მისი სრულფასოვანი არსებობა და ცხოვრება იქნება უზრუნველყოფილი და ან კიდევ, კბილი-კბილის-წილ პრინციპით, დახვდება ამათ სადმე და დაუშვებს გემოზე, რამეთუ, ჩვენც გვეხერხება, რამე რომ იყოს, ძალადობა, როცა სხვა გზას არ გვიტოვებს ეს ბნელი და დედამოტყნული სახელმწიფო.
ამდენის გაძლება და დუმილი უკვე მაგრად ტეხავს. ამდენის მომთმენს და გამძლებს უკვე აღარ აქვს უფლება ეწოდოს ადამიანი, რაც არ უნდა უმაღლესი ზნეობრივი პრინციპების თუ დახვეწილი ინტელექტის ჭრილში განიხილავდეს მოვლენებს. ამდენზე გამჩუმებელი უკვე სხვა, ახალი სახეობაა, მე ვიყო. ჰომო ფეისბუქი, რომელნიც, ვპოსტავთ აგერ დაუღალავად, ვოლებზე ვიბრძვით, კომენტებში გვიხარია, ჩატებში გვიყვარს, სტატუსებში ვკვდებით და გვასაფლავებენ, და ამასობაში ვერც კი ვამჩნევთ, რო სინამდვილეში სხვა ხდება რაღაც და სხვანაირად.
რო დაგვაღუნა ქვეყანა თავზე ამასობაში ვიღაც განდონმა, ჯვარს და ანაფორას ამოფარებულმა, ქრისტიანობის მოპირდაპირე პოლუსზე მყოფმა კოდლამ და მათმა მიმდევრებმა: ყველაზე ფარჩაკმა და დაშინებულმა მოსახლეობის ფენამ, რომელმაც, უბრალოდ, ძალა მოიკრიბა საპირისპირო ძალის არარსებობით და დაუსჯელობით. რომელმაც, ზუსტად იცოდა, რო ვისაც თავს ესხმოდა, მოქალაქეების იმ პლასტს, ძირითადად, არ შეუძლია ფიზიკური თავდაცვა, რამეთუ ყველაზე უწყინარი და მშვიდობისმოყვარე ხალხია პლანეტაზე. ჰოდა მოხდა რაც მოხდა და რაც კიდევ ბევრჯერ მოხდება და არც ექნება დასასრული. საქართველოის სახელით და უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ბლიად.”
კომენტარები