დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, აცხადებს:
“მოგეხსენებათ რომ ქართული ეკლესია არის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველზე ავტორიტეტული ორგანიზაცია. ყველას ჩვენ გვჯერა ეკლესიის და მადლობა მინდა ვთქვა, რომ პანდემიის დაწყებისას შარშანდელ პერიოდში, როგორი პოზიციით მოგვეხმარა მთლიანად ეკლესია და განსაკუთრებით, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, რომ ჩვენ მინიმალური დანაკარგით გამოვედით. იცით რა რთული პერიოდი გვქონდა, წინასააღდგომო, მისი შემდგომი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო და ეკლესიის მოწოდებებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა მოსახლეობის დამყოლობაში. ახლაც ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ვთხოვო მთლიანად წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს, რომ მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში [ვაქცინაციის] განსაკუთრებულია.
ტყუილად არ ვთქვი მე რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში, ვაქცინებმა და ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, ვაქცინაცია მეცნიერულად დასაბუთებულია და მოგეხსენებათ, ეკლესიას და მეცნიერებას ყოველთვის აქვს ძალიან სინერგიული დამოკიდებულება. ჩემზე კარგად მოგეხსენებათ ეკლესია მუდამ ეყრდნობოდა დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულად არის დადასტურებული.
ძალიან გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, იმიტომ რომ მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო მეტად. ამიტომ გთხოვთ რომ განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის.”
“ალია” შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ჯერ ისევ არ აცრილა ასტრაზენეკას ვაქცინით.
“ალია” შეგახსენებთ, იმასაც, რომ 71 ათასი მედმუშაკიდან ვაქცინის პორტალზე მხოლოდ 4456 დარეგისტრირდა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ სანამ ევროპის რიგი ქვეყნები ასტრაზენეკას ვაქცინას შეაჩერებდნენ, ეკლესია ამბობდა, რომ მისი პოზიცია იქნებოდა ნეიტრალური, მაგრამ ორი დღის წინ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრი ჯაღმაიძემ ბრძანა:
“მეც ჩემს მრევლს ვურჩევდი, საღი აზრი იქნებოდა, რომ ეს ორი კვირა ჩვენც მოგვეცადა და გვენახა, რა შედეგებს დადებს კვლევა, რასაც ეს ქვეყნები აწარმოებენ“
კომენტარები