ივი ბერიკაშვილის ქალიშვილი, მარინა ბერიკაშვილი:
“კახი ისეთივე დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორიც დარჩა მამაჩემი. თუ ვინმეს ეს ამბავი გაეხარდა იქ, ერთ-ერთი პირველი გივია. თავის გივისთან, ბელასთან და ახლობლებთან წავიდა.
ბოლოს რომ ვნახე, მომიტრიალდა და მითხრა, კაცო, რა არის იცი? ადგა და წავიდაო! ვერ მივხვდი. ვინ წავიდა-მეთქი? ვინ და გივი! ადგა, წავიდა და დამტოვაო. გაბრაზებულმა მითხრა, თავისი მანერით. ამაზე სულ აღშფოთებული იყო. ვერ მიიღო ეს ინფორმაცია. ისინი ხომ ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ.
ბევრი იწვალა და გული მტკივა.
გივიც ვნების კვირაში გარდაიცვალა და თუ არ ვცდები, ისიც სამშაბათს, რადგან შაბათს დავკრძალეთ. დაიბარა, ბელას გვერდით დამკრძალეთო, მაგრამ, ჯერ ეს საკითხი არ გადაწყვეტილა.
ჩემთვის ის ისეთივე ახლობელია, როგორ მამაჩემი. ჯერ გონს ვერ ვართ მოსული”
კომენტარები