დიპლომატი, მწერალი და პუბლიცისტი – გელა ჩარკვიანი მარტივად და გასაგებად საუბრისკენ მოგვიწოდებს. მას ამის მაგალითებიც მოჰყავს. აი, რას იხსენებს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
გელა ჩარკვიანი: – სიტყვა სექსუალურის ხშირად ხმარება სარისკოა. ხალხს უჭირს გარკვევა. ლონდონში თანამშრომელმა მითხრა, აქ ახლოს ჰეტეროსექსუალების რაიონიაო. ესე იგი ჩვენი ყოფილა, მე და შენც ხომ ჰეტეროსექსუალები ვართ-მეთქი. „ვაიმე, რას ამბობთო“ – და პირზე ხელი მიიდო. ეპატიება. დაიბნა ხალხი ამდენი ჰომოსექსუალის, ჰეტეროსექსუალის, ბისექსუალის, ასექსუალის, ტრანსსექსუალის, მეტროსექსუალის და ლამბერსექსუალისაგან. საერთოდ, რაც უფრო მარტივად და გასაგებად ვისაუბრებთ, უკეთესია. ყველა ასე როდი ფიქრობს.
ამას წინათ ერთი ძველი ნაცნობი შემხვდა. დიდი ხანი არ მენახა. გაგონილი მქონდა, რომ ცოლი გარდაეცვალა და მივუსამძიმრე. ისიც ვკითხე, რა ასაკის იყო-მეთქი. ასე მიპასუხა: „ჩემი პირველი მეორე ნახევარი დაბადებული იყო წინა საუკუნის პირველი ნახევრის მეორე ნახევარში, მეორე მეორე ნახევარი კი პირიქით“-ო. არ ვიცოდი, რომ კვლავ დაქორწინებულხარ-მეთქი და მივულოცე.”
კომენტარები