პოლიტოლოგი, ლევან შენგელია:
“2017
ჩემმა გურულმა ძმაკაცმა მიამბო წლების წინ – ეროვნული მოძრაობის და მიტინგების დროაო და ვატარებთ მიტინგს ოზურგეთშიო.
გამომსვლელმა მამაო ჩვენო წარმოთქვა და დაიჩოქა ხალხმაო!
გავხედე და განაპირას ჯგუფი დგას და არ იჩოქებსო. უკითხავს მათი ვინაობა ჩემ ძმაკაცს და მთავრობის ხალხიაო – უთქვამთ!
ხოდა, ამდენი წელი გავიდა და რას ვფიქრობ თუ იციო – ჩემმა ძმაკაცმა – მაშინ ვინც დაიჩოქა ახლაც დაჩოქილია და ვინც ფეხზე იდგა დღესაც ფეხზე დგასო!
გაგვეცინა ორივეს, მერე თითო ღერი სიგარეტი უთქმელად მოვწიეთ…”
კომენტარები