ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა:
„არის მნიშვნელოვანი ირიბი რეგულაციები, მწვანე და წითელი პასპორტის აპლიკაცია, რომელიც შემუშავებულია და რამდენიმე სახის ბიზნესი მის გამოყენებაში აქტიურად ჩაერთო და მნიშვნელოვანია, ბიზნესმა ამ ინიციატივას აქტიურად დაუჭიროს მხარი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ეს აპლიკაცია გახდეს სავალდებულო ყველა დაწესებულებისა და ბიზნესისთვის.
სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს. აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს და ასე ხდება სკოლების, კლასების დახურვა, რადგან ლოკალური მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია“
კომენტარები