სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო ასათიანი, “სასოწარკვეთილი მომხმარებლის” ჯგუფში აქვეყნებს წერილს და ფოტოებს:
“გუშინ საღამოს მიცკევიჩის #21 ში მდებარე საცხობში “საამური”შევიძინე ლობიანები და ხაჭაპურები ბავშვის თხოვნით…
აქვე მინდა გთხოვოთ ნუ შემომივარდებით კომენტარებით “რატომ საცხობის ლობიანი”ოჯახში მომზადებულ გადასარევ სადილებს და არც გამომცხვარს არ ჭამს ეს ბავშვი არაფრით,ისევე როგორც უამრავი თქვენი შვილები.. ეს ვერ გავაგებინე ვერაფრით.. ამიტომ, იშვიათად, მაგრამ მაინც, ჩემი ხელით მიწევს ყიდვა და მოტანა..
მოკლედ მოვუტანე, შეჭამა მთლიანი ლობიანი. მოგვიანებით მეც შევუერთდი.. და რატომღაც ჩვევა მაქვს ესეთი გადავწიე ცომი და ჩავხედე. შავი რაღაც პატარა დავინახე ნუ ჩავთვალე დამწვარი ნაწილაკი იყო მერე მოვჩიჩქნე კარგად და აღმოვაჩინე უამრავი ფეხებიანი არსებები!!
შეუძლებელია ეს არ დაენახა მცხობელს როდესაც გულსართს ამზადებდა! უბრალოდ “დაიკიდა” ხეთქეთო! მთელი ღამე არ მიძინია! ან შვილები არ ყავთ ან ოჯახი?! რატომ და როგორ ბედავენ და აკეთებენ ამას ამ საუკუნეში ?!უნამუსოები! ეს არ შერჩებათ!
კომენტარები