ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამთა ჩხიკვაძე, დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ ამბობს, რომ აღდგომა შეიძლება იყოს სიცოცხლისა და სიკვდილის გადამწყვეტი.
„არავის არ ვაშინებ, ყველამ იცის რა მდგომარეობაა. ახლა არის დრო, როცა უნდა მოვუსმინოთ ექიმებს, მეცნიერებას.
ტრამპმა არ მოუსმინა ექიმებს, არც მეცნიერებას და რა მდგომარეობაა ყველამ კარგად იცით. ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, აღდგომა შეიძლება იყოს სიცოცხლისა და სიკვდილის გადამწყვეტი, იმის მიხედვით რამდენი ხალხი წავა ეკლესიასა, თუ სასაფლაოზე. თუ როგორ წარიმართება აღდგომა.
ვერაფერს ვერ გააკეთებს ერი გარდა იმისა, რომ სახლში დარჩეს“, – განაცხადა ამერიკაში მოღვაწე ჰოსპიტალისტმა თამთა ჩხიკვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. ამოქმედებულია კომენდანტის საათი.
აკრძალულია ერთ სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. დახურულია სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და კაფე-ბარები.
არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.
შეჩერებულია მეტროს მუშაობა.
გარკვეულ საათებში შესაძლებელია საკუთარი ავტომობილით და ტაქსით გადაადგილება.
კომენტარები