“კმარას” თანადამფუძნებელი, თეა თუთბერიძე:
დაიმახსოვრეთ, თუ დაუმორჩილებლობის და წაინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზატორი იქნება ერთი პიროვნება, პოლიტიკური პარტია ან/და ორგანიზაცია მათ დაიჭერენ და ასე შეეცდებიან ძალაუფლების უზურპირებას. მაგრამ თუ დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის მოძრაობების ორგანიზატორები ვიქნებით ყველა და საკუთარ თავებს თავად დავაორგანიზებთ და გადავალთ დაუმორჩილებლობაზე ყველგან, აქ უკვე გამორიცხულია ამისი ჩახშობა. ყველას ვერ დაიჭერენ. დაიჭერენ 5000 მაგრამ ვერ დაიჭერენ 200 000, 300 000 და ა.შ. ასევე, თუ დაჭერებს დაიწყებენ და ჩვენ ამაზე არა პანიკაში ჩავარდებით, არამედ გაათმაგებული და გაასმაგებული წინააღმდეგობებით ვუპასუხებთ მერე უკვე ყველაფერი დამთავრებული იქნება მათთვის.
და ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც დაინახავენ რომ ამ პროცესს პირობითად გვარამიასთან, ან ხაზარაძესთან, ან გახარიასთან ან ნებისმიერ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან მოლაპარაკებით ან მათი შანტაჟით ვერ შეაჩერებენ მერე უკვე კი იცით რაც მოხდება.
კომენტარები