ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
“ღლიცინი ბევრი იყო (ჩემგანაც), მაგრამ საერთოდ არ არის სასაცილო.
დღეს ხელისუფლებამ ირაკლი კობახიძის, ზაზა შათირიშვილის და ტელეიმედის ენით ულტიმატუმი წაუყენა დასავლეთს: თუ ივანიშვილს 400 მილიონს არ მისცემთ, საქართველოს ექნება დეკლარირებული ანტიდასავლური პოლიტიკაო.
არგუმენტის სიმყარისთვის “გაცხადდა”, რომ ამერიკას უნდა ომში ჩაგვითრიოსო. ეს ითქვა დებილებისა და პაციფისტებისთვის, რომელნიც უმრავლესობით არიან საზოგადოებაში წარმოდგენილი და ფიქრობენ, ოღონდ ომი ნუ იქნება და მზად ვართ ირაკლი კობახიძის ნებისნიერი ბოდვა დავიჯეროთო.
ჩემთვის არაფერი გასაკვირი და ახალი, მაგრამ წესით ძალიან მკაფიო მაგალითი დაფიქსირდა მათთვის, ვინც აქამდე ორჭოფობდა: სასწორის ორ პინაზე დადეს ერთი მხრივ ივანიშვილის მილიონები და მეორე მხრივ საგარეო ორიენტაცია. თან დაიმუქრნენ, რომ ჩვენ ივანიშვილის მილიონები გვირჩევნია და მიეცით, თორემ დასავლეთს გავებუტებითო.
ამ თავხედობას ზურგს მხოლოდ ერთი რამ უმაგრებს: საზოგადოების უუნარობა, რომ გადართოს ტელეიმედიდან.
1995 წლიდან დღემდე, არ მახსენდება რომელიმე ხელისუფლება პირდაპირ დამუქრებოდეს დასავლეთს ორიენტაციის ცვლილებით. ეს რაღაც ახალია.”
კომენტარები