მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა, დღეს უკვე ღიად ამბობს, რომ გიორგი მენაბდე აქამდეც უნდა დაეკავებიათ, თუმცა, 2020 წლის იანვარში, მან პირველად დაატო ხელი მენაბდეს “ალიასთან” ინტერვიუში, გთავაზობთ, ამ ნაწილს, მისი ინტერვიუდან:
– 51-ე სკოლიდან ერთ-ერთმა, ვინც კალანდიას მხარეს იდგნენ, წამოვიდა ერთი ბავშვი, არ მინდა სახელი ვთქვა, რომელმაც აუარა გვერდი კალანდიას, მოვიდა მეორე მხარეს და დაარტყა ზურგში მენაბდეს. ეს ფაქტია.
– ვინ დაარტყა.
– მე არ ვარ ბრალმდებელი, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, დასკვნით ეტაპამდე ვიტყვი.
– მენაბდეს არ ჰქონდა დანა?
– მე გისვამთ კითხვას, ის ვინც დანა დაარტყა მენაბდეს, არ არის კალანდიას შემადგენლობიდან, მენაბდის ნათქვამი რომ ზურგი ავარტყი – ზღაპარია, მენაბდე რომ დაჭრილია, რომ ცხადია, ის ძალა, რომელიც წამოვიდა, სარალიძის მეგობარია, რატომ წამოვიდა მენაბდისკენ?
– მაშინ, როცა მენაბდე უფრო სუსტია ტანად?
– დიახ, მაგას გეკითხებით, რატომ? ჩემი აზრით მან აღიქვა გარემოება და შეაფასა სწორად, რომ მენაბდე უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდა სარალიძისთვის და მიაყენა სწორედ ამიტომ მენაბდეს ჭრილობა. უფრო მეტ საფრთხეს ვგულისხმობ რომ მან დაინახა რაღაცა ისეთი, ადვოკატს არ მაძლევს უფლებას ვთქვა.
– რამდენმა ადამიანმა დაარტყა სარალიძეს?
– თქვენ თუ გაინტერესებთ კითხვა ასეთია, საქმეში რამდენი დანა იყო, ეგ უნდა ვთქვათ პირველ რიგში.
– კარგი, ვთქვათ, მაგრამ, დანა არა, რამდენი ბასრი, ცივი იარაღი იყო საქმეში?
– დავარქვათ ცივი იარაღი. დანა ნომერი პირველი, რომელიც ქონდა ჯანაშიას საქმეში, დანა ნომერი ორი, რომელიც ქონდა ბარბაქაძეს საქმეში, საქმეში არ არის დანა ნომერი სამი, რომლითაც მენაბდე დაიჭრა და საქმეში არ არის დანა ნომერი ოთხი, რომლითაც მიაყენეს მეთერთმეტე და სხვა ჭრილობები, ეს ოთხი დანა მინიმუმ არის საქმეში. საექსპერტო დასკვნით, ეს ჭრილობები, დანარჩენი ჭრილობები შეიძლებოდა ამ პარამეტრების მატარებელი სხვა დანითაც ყოფილიყო მიყენებული. იგივე სერიოზული წარმოების დანას შეეძლო იგივე ჭრილობების დატოვება.
– პროკურატურა არ საუბრობს ამდენ ცივ იარაღაზე და შეიძლება მეხუთე დანაც იყოს საქმეში?
– მეხუთე დანა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ არ არის გამორიცხული. გამომძიებელი, ჟამერაშვილს მენაბდემ ანახა დაჭრილი ვარო, მამამისი, ის როა, სასულიერო პირი, იქ ესწრებოდა, ანახეს ჭრილობა და ამ დოყლაპიამ, ტანსაცმელიც არ ამოიღო, დოყლაპიაა, არ მაქვს სხვა ფრაზა.”
-სადაც კალანდია იდგა, იმ მხრიდან რამდენი ჭრილობა აქვს სარალიძეს?
-პირველი ჭრილობა აქვს მიყენებული ზურგის არეში სარალიძეს, მე-11 ჭრილობა, რომელმაც გამოიწვია ფატალური შედეგი, შეიძლება იყოს იგივე დანით მიყენებული, რომელიც ზურგში ჩაარტყეს. ყოჩაღ, კარგი კითხვაა. შესაძლოა სწორედ ეს დარტყმა დაინახა იმ მოზარდმა, რომელმაც დაინახა რომ სარალიძეს ზურგში ჩაარტყეს და და დაარტყა მენაბდეს.
-დანარჩენი ჭრილობები?
-დანარჩენი 5 ჭრილობამდე მიყენებულია ჯანაშიას დანით და დანარჩენი შესაძლებელია იყოს რამდენიმე დანა და ერთი და იგივე სერიული წარმოების და ვერ ვასხვავებთ, ერთნაირი პარამეტრებისააო.
-იმ მხარეს, სადაც კალანდია დგას.
-კალანდიას მხარეს არის სწორედ ნაკლები ჭრილობა. ექსპერტს ვეკითხები, შესაძლებელია თუ არა ეს ჭრილობა, აი, მე-11, მარჯვენა ბარძაყზე სადაც არის მოხვედრილი, სარალიძისგან მარჯვნივ მდგომი წარმოიდგინეთ და შეიძლებოდა თუ არა დანა ჭეროდა ზემოდან ქვემოთ მიმართულებით? თუ ქვემოდან ზემო მიმართულებით? ვერ გეტყვით პასუხსო.
–თუ დაბალი იყო, სარალიძეზე, რა თქმა უნდა ქვემოდან ზემოთ დაარტყამდა დანას, რად უნდა კითხვა?კალანდია რომ იდგა იმ მხარეს რამდენი ჭრილობა აქვს?
-მარჯვენა მხარეს აქვს ყველაზე ბევრი ჭრილობები.
-მარცხენა მხარეს არა აქვს ჭრილობები?
-კი აქვს, მაგრამ ისეთი არა. იმ ადამიანმა, სწორედ ის ჭრილობები დაინახა ზურგში მიყენებული, ამიტომ წამოვიდა და დაარტყა მენაბდეს დანა. ამ ჭრილობას ვერ მიაყენებდა ჯანაშია, ეს მიაყენა მისგან ზურგით მდგომმა ადამიანმა.
-თქვენ მთხოვეთ, ჯანაშიას მდგომარება დამეწერა ამ სიტყვი – ფართხალებს – ფართხალებს რას ნიშნავს?
-აწევს, დაწევს, როგორც ყვებიან, კი, იგუდებოდა, საწყალი.
–ეს ხდება 15 წამში?
-კი…
–ფართხალებს, ხან მიწაზე დააგდებს, ხან აწევს, იგუდება, მაგრამ დანას იღებს ჯიბიდან, ხსნის და 5 ჯერ არტყამს…
-ეს მოქმედებაა ნამდვილად, ჩემი, გონიერი ადამიანის შეფასებით.
–ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, შეიძლებოდა 5 და მეტი დანა ყოფილიყო, როგორც მიყვებით.
-არ არის გამორიცხული.
ამ ინტერვიუდან წელიწადზე მეტი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ “ალიამ” ღიად და საჯაროდ შესთავაზა მენაბდეს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება, მენაბდე ჩვენ არ გამოგვხმაურებია. ისევე, როგორც არ გამოგვხმაურებია სამართალდამცველი უწყებები!
თავის დროზე, ზაზა სარალიძემ, ზურაბ თოდუას ეს ინტერვი გააზიარა და დაწერა: “ჯიგარი ხარ, ბიძია, ჯიგარიიი, ვიცოდი, რო დაამტკიცებდი ჩემ სიმართლეს”
კომენტარები