დღეს დადასტურებულ სამივე შემთხვევაში, ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ უცხოლეებთა მაღალი რისკის ქვეყნებიდან, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები. ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი. სამივე იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, რომ საქართველოში მეოთხეული გადაცემა არ ყოფილა, როცა პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა. სამივე ადამიანმა იცის, თუ ვისთან იყვნენ კონტაქტში. სამივე კარანტინში ან თვითიზოლაციაში იყო. არაფერი კავშირი ადამიანებს არ აქვთ იმ ჯგუფებთან, რომლებთანაც აქამდე იყო საუბარი. ამ სამიდან პაციენტიდან ერთის მდგომარეობა არის სერიოზული, ორის კი – დამაკმაყოფილებელი”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი პირის ტესტის პასუხს ელოდებოდნენ, საიდანაც სამი დადებითი აღმოჩნდა, სამი კი უარყოფითი.
„ასევე აღებულია ცხრა ადამიანის მასალა, რომლის პასუხებიც იქნება გვიან ღამით. ახლად გამოვლენილი შემთხვევიდან, ერთი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, ორი კი სხვა მიმღებებშია განთავსებული”, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 33 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამი დღეს გამოვლინდა.
კომენტარები