გორში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები და მოკლულის ოჯახი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებს.
“მთავარმა არხის” ინფორმაციით, 70 წელს გადაცილებულებული კაცი, სურენ მაჭარაშვილი რომელსაც პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს, ანალოგიური ბრალდებით მრავალჯერაა ნასამართლევი, მან ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა, ის ბოლოს დღეს მოკლული მამაკაცის მამის მკვლელობის შეკვეთისთვის გაასამართლეს, 2004 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის, თუმცა, საპატიმრო დროზე ადრე დატოვეს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.
“მეორე შვილი მომიკლეს. რა გავაკეთო მითხარით, რა ვქნა… შვილი მომიკლეს, უფროსი შვილი, მაგის ორმა ბიჭმა.. ვენაცვალე პოლიციას დაიჭირეს და მისცეს 15-15 წელი. გავიდა 10 წელი და გამოუშვა ივანიშვილმა, ივანიშვილი კი არა, პირდაპირ გეუბნებით, ჯანდაბიშვილია.” – ამბობს მოკლულის მამა.
“ვალერის ესროლეს ფანჯრიდან, ესროლეს აივანზე, ერთხელ ტროტილიც დაუდეს… გიას მკვლელების გამოშვება უნდოდათ და ამიტომ ებრძოდნენ ვალერის” – ჰყვება გარდაცვლილის ახლობელი.
კომენტარები