მამა პეტრე კოლხი, სოციალურ ქსელში, წერს
“სრული რეგრესი, უმუშევრობა, შიმშილი, უმძიმესი მდგომარეობა. შეიძლება ნაწილი გამდიდრა, ნეტარებაში ცხოვრობს, მაგრამ უმრავლესობა სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის. ბალანსი დაირღვა, საზოგადოება დეგრადირდა, ყოველდღიურმა ყოფითმა პრობლემებმა ადამიანის სახე დაგვაკარგვინა.
დაუსრულებელი ნეპოტიზმი, ,,ვაზელინის პოლიტიკა”, დასმენა, ჩაშვება და ენის მიტანა გახდა შემოსავლის გარანტი. ვისაც ამის ნიჭი არ აღმოაჩნდა, ინერციით მიემართება, იქნებ სასწაულებრივად გადარჩეს.
მარტო შეძახილი, რომ ქართული ოჯახი უნდა გამრავლდეს, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს ვერ დააპურებს. გამრავლება არ არის მარტო ბიოლოგიური პროცესი. დაბადებულის რჩენა და მოვლაა მნიშვნელოვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდებში აუცილებლად ჩამოყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი, კლასობრივი უთანასწორობა, აგრესია და ძალადობა.
სახელმწმიფო, რომელიც ჯანსაღ მომავალზე არ ზრუნავს, ვერასდროს შედგება.
უნდა დამთავრდეს კულტის თაყვანისცემა და გათანაბრდეს ყველა ფენა… მშიერი ბავშვების რევოლუცია გარდაუვალია…
დაიწყება მასობრივი ძარცვა, დაყაჩაღება, კრიმინალი… ჩამოიშლება ფასადური ,,ყველაფერი კარგად იქნება”!..”
კომენტარები