Astrazeneca-სა და Pfizer-ის შემდეგ საქართველოში, ახალი ვაქცინა – ჩინური წარმოების SINOPHARM-ი ჩამოვიდა.
საქართველომ SINOPHARM-ის 100 00 დოზა მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ რომ, ქვეყანაში ჩინური ვაქცინის გამოყენებას აპრილის ბოლოს ჯანმოს ავტორიზაციის გავლის შემდეგ ვარაუდობენ, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, SINOPHARM-ის ვაქცინას უკვბე აქვს მკაცრი მარეგულირებლის, უნგრეთის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია, რაც გამოყენების შემთხვევაში სამართლებრივ საფუძველს იძლევა.
“საქართველომ მიიღო 100 000 დოზა SINOPHARM-ის ვაქცინა. ამ ვაქცინას ათეულობით ქვეყანა იყენებს. კვლევები აჩვენებს ძალიან კარგ შედეგებს. ჩვენი მოლოდინია, რომ ჯანმოს ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის ვაქცინა აპრილის შუა რიცხვებისკენ მიიღებს.
დღეის მდგომარეობით, ვაქცინა ავტორიზებულია მკაცრი მარეგულირებლის, უნგრეთის წამლის სააგენტოს მიერ, რაც ჩვენი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში სრულად ჯდება და გვაძლევს პასუხისმგებლობის დაზღვევის საშუალებას ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში,”- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
კომენტარები