• რეკლამა
  • კონტაქტი
01:27, შაბათი, 24 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაიწყება თუ არა სწავლა სკოლებში 1 ოქტომბერს? ეს საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას” – ლევან კობერიძე

ალია ავტორი - ალია
14:33 09-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

“ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ, ასევე პარტიის წარმომადგენლებმა ჯანდაცვისა და განათლების სამუშაო ჯგუფიდან, ბრიფინგი გამართეს და პანდემიის პერიოდში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მენეჯმენტში არსებული კრიზისი განიხილეს. პარტიის ლიდერები ბრიფინგის მსვლელობისას შეეხნენ ისეთ თემებს, როგორიცაა:

1. კომუნიკაციის პრობლემა ჯანდაცვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შორის.

2. დაგვიანებული გადაწყვეტილებები.

3. სიტუაციის ანალიზის არარსებობა.

4. სწავლის პროცესის ჩაშლა.

„ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვერ უზრუნველყოფენ პროცესის სწორად მართვას და სასწავლო წლის დროულად დაწყებას. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მხოლოდ პოლიტიკურ ქულებს იწერენ და რეალურად საქმეს არ აკეთებენ.

„პოლიტიკური ქულების მოგროვების მცდელობით არიან დაკავებული. ოცნების მთავრობა მოსახლეობას ვერ სთავაზობს კოვიდ – 19-ის გარშემო შექმნილი ყოფითი პრობლემების მოგვარების თანმიმდევრულ გეგმას და მოქმედებებს, რაც ადამიანებში ლოგიკურად იწვევს ქაოსის განცდას. ადამიანები ვერ გეგმავენ ცხოვრების უახლოეს ერთ-ორთვიან პერიოდსაც კი. მათ შორის, ბავშვების სასწავლო პროცესისათვის მომზადებას. ეს არის არა კოვიდ -19-ის მართვა ან მასთან თანაცხოვრების სწავლა, არამედ შეკეტვის პოლიტიკის გაგრძელება. გაურკვეველია, ნამდვილად დაიწყება თუ არა სწავლა მთავრობის მიერ დაანონსებულ 1 ოქტომბერს. მთავრობის მუდმივი მოწოდება „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან უნდა დაიწყოს სასწავლო პროცესის მოგვარებიდან, რაც მთავრობამ (კერძოდ, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებმა) ამ ეტაპზე ვერ შეძლო. ამ ორ უწყებას შორის არის სრული მის კომუნიკაცია და უწყებრივი ასინქრონი,”-განაცხადა ლევან კობერიძემ.

„ლელოს” ლიდერები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებასაც შეეხნენ, რომლის მიხედვითაც სკოლებს მოსამზადებლად მხოლოდ ერთი თვე მიეცათ. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება #01-408/ო, დანართი №37„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV 2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის”, რომელიც არეგულირებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების წესებს კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში, გამოქვეყნდა 2020 წლის 14 აგვისტოს და ითვალისწინებს, რომ საქართველოს ყველა სკოლამ უნდა სრულად შეასრულოს ბრძანებაში მითითებული პირობები 14 სექტემბრისთვის.

„ლელოს” ლიდერის, ვატო სურგულაძის თქმით, ეს არის არარეალური დრო და სკოლები ვერ მოასწრებდნენ დროულად მომზადებას.

„იმის მიუხედავად, რომ ბრძანებაში მითითებული მოთხოვნები საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი, ეს ბრძანება დაგვიანებითაა გამოცემული და მათი შესრულება 1 თვის ვადაში საჯარო სკოლებისთვის საკმაოდ რთულია და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც. ქუთაისის #32 სკოლაში მომხდარი ფაქტი, როდესაც 21 თანამშრომელი დაავადდა კორონავირუსით, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის განათლების სისტემა არ არის მზად სასწავლო პროცესის დაწყებისათვის. სისტემის მოუმზადებლობა წარმოადგენს იმ მიზეზს, რის გამოც საქართველოს დიდ ქალაქებში მოხდა სწავლის დაწყების გადატანა 2 კვირით,”- განაცხადა სურგულაძემ.

„ლელოს” მოქმედი ჯანმრთელობის და განათლების თემატური ჯგუფების რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

მასწავლებლების და სკოლის თანამშრომლების წინასწარი ტესტირება კოვიდ ინფექციაზე.

სკოლების ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური კუთხით ტექნიკურ/ინფრასტრუქტურული მზაობისთვის სწრაფი ხელშეწყობა და მკაცრი კონტროლის დაწესება.

სკოლების ექიმების უზრუნველყოფის პრობლემის სასწრაფო გადაჭრა.

სკოლის ექიმების და სკოლის პერსონალის (მასწავლებლები, სამეურნეო და ადმინისტრაციული პერსონალი) სწავლების ჩატარება კოვიდ 19 ინფექციის მართვის შესახებ.

ასევე, არსებობს შემდეგი შეკითხვები და პრობლემები:

სახელმწიფოს მხრიდან რა ღონისძიებები არის დაგეგმილი, თუ კოვიდის შემთხვევა დაფიქსირდება სასწავლო დაწესებულებაში.

არსებობს თუ არა მოსწავლეების გადანაწილების გეგმა.

ონლაინ სწავლების პრობლემები:

ონლაინ განათლება არ არის განათლების სრულყოფილი ფორმა, ამიტომ სახელმწიფოს ამოცანაა, უკიდურეს შემთხვევებში შემოიღოს ამ ტიპის სწავლება.

შესწავლილია თუ არა ონლაინ სწავლების შესაძლებლობა საქართველოს ყველა რეგიონში.

რა არის გაკეთებული ონლაინ სწავლების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით რეგიონებში.

თეგები: ლევან კობერიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved