თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა გადაიდო.
ხელისუფლება ,,ლელოს” ლიდერებსა და ,,ტვ პირველის” მფლობელის მამას ისევ ციხით ემუქრება- ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმემ მეორე ინსტანციაში- სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.
მას შემდეგ, რაც პირველმა ინსტანციამ ფულის გათეთრება ვერ დაადგინა, პროკურატურამ გადაწვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
“დაიწყეს მეორე სერია. თავიანთი ჭკუით უნდათ, რომ ზეწოლა და შანტაჟი ისევ დაიწყონ ჩემს ოჯახზე, რომელიც 3 წელი გრძელდებოდა. თუმცა პროკურატურის ბოდვა შიგნით და გარეთ შანტაჟი უკვე სასაცილოა – აცხადებს ,,ტვ პირველის” მფლობელი, ვატო წერეთელი.
კომენტარები