ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქზე წერს:
“რა მაგის პასუხია და როცა 12 საქმე ერთად მაქვს გასაკეთებელი, ვირჩევ არა ყველაზე რთულს, არამედ ყველაზე იოლს, რომ ტვინმა მიიღოს კმაყოფილება – გამომივიდა… 11 დამრჩა.. ამის მერე რთულამდე მისვლა მიდის კუნტრუშ-კუნტრუშით. ხოდა ამ ჩვენი კანდიდატობის სტატუსის 12-დან ერთი ცალი, ყველაზე იოლი პუნქტისაც არაფერი ისმის ჩვენი აურაცხელი პოლიტიკოსის საინფორმაციო ღრუდან? ვიწყებთ… დავიწყოთ.. პირველი ნაბიჯი გავააქტიუროთ…. არ დამთავრდა ზაფხულის პატრიოტული არდადეგები? თუ დაიწყეს მსჯელობა მაინც და გამომრჩა?”
კომენტარები