ჟურნალისტი, თამო კეშელავა:
“მეგობართან შევიარე ამ საღამოს, იმ საშინელ ვიდეოზე საუბრობდა ვიღაც ტელევიზორში და ამბობდა, ვნახოთ, დამნაშავეები დაისჯებიან, თუ არაო…
გადაახვია უცებ ბავშვმა.. თავიდან მოუსმინა…
მერე ჩვენ მოგვიბრუნდა, გაოცებული, შეშინებული სახით, რატომ ამბობს, დაისჯებიან, თუ არა, შეიძლება არ დაისაჯონო???
ლუკა სირაძეზე მოვუყევით, ჩოლოიანზე,
იკითხა, პოლიცია თუ როდესმე გააჩერებს, აქვს თუ არა უფლება, პირდაპირ ლაივი ჩართოს და ისე გააგრძელოს მასთან კომუნიკაცია…
დაიზაფრნენ ბავშვები…
ასე დაზაფრულნი იყვნენ ხორავას საქმის პირველი სასამართლოს მერე, როცა პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ბიჭები კი ჩახოცეს, მაგრამ მკვლელები არ არსებობენ…”
კომენტარები