აეროპორტთან აქციაზე აქტივისტი, “დროას” წევრი, შუაშანა მაცაბერიძე დააკავეს. საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე ამტკიცებს, რომ მან კვერცხი ისროლა.
“პოლიციელზე კვერცის სროლა დანაშაული არ არის?! გინება არ არის დანაშაული?! თქვენ დანამდვილები იძახი არაფერი დაუშავებიაო და ეგ არ არის ობიექტურობა”, – უთხრა ჟურნალისტს ვაჟა სირაძემ.
ადგილზე დააკავეს კიდევ რამდენიმე პირი. ადგილზე შეკრიბილები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ. “აზიმუტი” თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
ამ წუთებში კიდევ ერთი დაპირისპირებაა აეროპორტის ტერიტორიაზე და პირდაპირ ეთერში, მოქალაქეები ითხოვენ დაკავებული შშმ პირის გათავისუფლებას.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე დაკავებულია 6 ადამიანი.
კომენტარები