შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქარელსა და გორში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს.
ხოლო, 5 პირს: წარსულში ნასამართლევ 1986 წელს დაბადებულ ვ.ჩ.-ს (მეტსახელად „ცქნაფა“) და საზღვარგარეთ მყოფ 4 „კანონიერი ქურდს“: 1961 წელს დაბადებულ არიკი მიხაელს (მეტსახელად „იზიკი“); 1981 წელს დაბადებულ ილია გაგლოევს (მეტსახელად „ილო კალინინგრადსკი“); 1974 წელს დაბადებულ პაატა ვაშაკიძეს (მეტსახელად „ეშხა“) და 1982 წელს დაბადებულ მალხაზ დარჩიევს (მეტსახელად „მახო“) ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კომენტარები