შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ნათია მეზვრიშვილი:
“ამ დრომდე მხოლოდ მშრალი რამდენიმე ფაქტი ვაკის პარკის ტრაგედიაზე:
დაკავებულებს უჩა მამაცაშვილის ადვოკატი – ამირან გიგუაშვილი იცავს (არ მითხრათ, რომ მერე რა, ეს ფილმი ნანახი მაქვს).
შსს-ს და პროკურატურას პარტიამ განუსაზღვრა გამოძიების ფარგლები და რაც წინმსწრებად განუსაზღვრეს, ის დაადგინეს.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი ოცნებიდან და მერის უახლოეს გარემოცვა ერთი კვირაა საქმის „დალაგებას“ ცდილობს, როგორც დაზარალებულის ახლობელი. სამთავრობო მედიაც აქტიურად აშუქებდა როგორც დაზარალებულის ოჯახის ახლობელს (არსად ხსენება არ იყო მისი დეპუტატობის).
მერე უკვირთ, კითხვები რატომ ჩნდება. არ გამოვა ამ საქმიდან ისე გამოძრომა. ყოველდღე უნდა შევახსენოთ მინიმუმ ის, რომ სისტემური კორუფცია ურეაგირებოდ დატოვეს და მომავალში ასეთი ტრაგედიების თავიდან აცილების ნებაც კი არ გამოხატეს.”
კომენტარები