შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი მატროსოვის ციხიდან გლდანის საპყრობილეში ისე გაიყვანეს, რომ არც ოჯახს და არც ადვოკატებს არაფერი უთხრეს.
ადვოკატის თქმით, დღეს, არასრულწოვანისთის ექსპერტებს სხეულის ის დაზიანებები უნდა შეემოწმებინათ, რომელიც მას 19 ივნისის ღამით, ჩხუბისას მიადგა. მოულოდნელი გადაყვანის გამო დღეს ექსპერტიზა ვერ ჩატარდა და კიდევ გადაიდო.
“მოვედით აქ, რომ უნდა ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდა არც გამოძიებას ინფორმაცია და არც კანონიერ წარმომადგენელს შეატყობინეს ეს ინფორმაცია და არც დაცვის მხარეს. რომ არასრულწლოვანი გადაიყვანეს ნომერ მერვე დაწესებულებაში და აქ არ არის. შესაბამისად, დღევანდელი საგამოძიებო მოქმედება ვერ მოესწრება რეალურად იმიტომ რომ ვერ მოვასწრებთ ციხეზე შესვლას და ხვალ მოგვიწევს გლდანის მერვე საპყრობილეში შესვლა”
კომენტარები