ფოტო – ტვ პირველი
სამართალდამცველებს ცემაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ადანაშაულებს. პაატა აბჟანდაძე პოლიციამ რამდენიმე საათის წინ რუსთაველის გამზირზე სააკაშვილის მხარდმაჭერ აქციაზე დააკავა. აბჟანდაძე ირწმუნება, რომ დაკავების დროს პოლიციამ მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. დაკავებული თავდაპირველად კლინიკაში მოათავსეს, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
უფლებადაცველის ინფორმაციით, პაატა აბჟანდაძე ის ემიგრანტია, რომელიც აშშ-დან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდა. ის სათავეში საინიციატივო ჯგუფს ჩაუდგა და გუშინ პარლამენტის წინ კარვების გაშლას აპირებდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.
არ მოგვეცა საშუალება დაკავებულ პირთა ადვოკატის კონტაქტის. რა მოტივაცია გააჩნდა პოლიციას, რომ საადვოკატო მომსახურების უფლება მე დამერღვა და მას კიდევ დაცვის უფლება დაეღვა. ამ ადამიანებს არაფერი დაუშავებიათ და უცბად არა მარტო დაკავებულები აღმოჩნდნენ, არამედ სხეულის დაზიანებები აღმოჩნდათ სერიოზული, მაგალითად, როდესაც გამოჰყავდათ საავადმყოფოდან და კიდევ არ მოგვეცა კონტაქტის საშუალება, შევხედოთ, რომ თაბაშირში ჰქონდა ხელი ჩასმული, – განაცხადა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.
აბჟანდაძესთან ერთად პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. მათ გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
კომენტარები