ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულებიდან ერთ-ერთმა, ბექა შენგელიამ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პროკურორებს აგინა და ფეხსაცმელი ესროლა.
“დღეის მდგომარეობით, ამ ადამიანების დანაშაულებრივი ქმედებები სრულდებოდა და გრძელდებოდა სასამართლო პროცესზე, სადაც მათ განახორციელეს სასამართლოს უპატივცემლობა. ყველა ამ გარემოებაზე და ფაქტზე, შესაბამისი რეაგირება იქნება და ეს რეაგირება უკვე დაწყებულია. შესაძლებელია, ბრალი დამძიმდეს“, – განაცხადა პროკურორმა ყაზარაშვილმა.
ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ მეგობრებს – ბექა და გიორგი შენგელიებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბექა და გიორგი შენგელიებს, საქართველოს პროკურატურამ, მცხეთაში მომხდარ, პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება 8 მაისს წარუდგინა.
კომენტარები