მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები ისევ აქტიურად გრძელდება. ფრონტის ხაზიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანულმა არმიამ ქალაქი ჰადრუტი თითქმის სრულად გაათავისუფლა სომხური საჯარისო ფორმირებებისგან. სოციალურ ქსელებში ვრცელდება სამხედროების მიერ ცარიელი დასახლებული პუნქტის ამსახველი კადრები.
როგორც ადგილზე მყოფი პირები იტყობინებიან, დაბაში ჯერ კიდევ არიან სომხური სამხედრო ნაწილებიც და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ქალაქის გარკვეულ უბნებში ქუჩის ბრძოლები. ექსპერტთა შეფასებით, თუ სომხებმა დახმარება ვერ მიიღეს, ქალაქ ჰადრუთზე კონტროლი აზერბაიჯანელთა ხელში გადავა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანან ჩასაფრებაში მოყოლილი, დახოცილი სომეხი ჯარისკაცები. აღნიშნული შემთხვევა დაბა ჰადრუთის გარშემო არსებულ მაღლობებზე მოხდა- სამხედრო სატვირთო ავტომობილს ჩაუსაფრდნენ და დაცხრილეს.
სომხეთის სამხედრო პორტალები აგრეთვე ავრცელებენ ვიდეოს, თუ როგორ ბომბავენ აზერბაიჯანელთა სამხედრო ძალას საარტილერიო დანადგარებიდან.
კომენტარები