დამოუკიდებელმა დეპუტატი ლევან კობერიძე ინტერესდება სად არის ჯანდაცვის მინისტრი. კომიტეტის სხდომაზე მან ამკითხვით მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას მიმართა.
გაბუნია ოპარლამენტში ჯანდაცვის სფეროს რეგულირების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით წარადგენს.
“იქნებ, მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რობოტი გამოგვიგზავნოს, თავისი ტექსტები ჩაწეროს და ასე გვესაუბროს. სად არის მინისტრი? ივნისის ბოლო კვირას, თავისივე წერილში უკვე მერამდენედ დაადასტურა, რომ მოვიდოდა კომიტეტში, ამის მაგივრად, როგორ ვხედავთ, დაკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ საქართველოს ფარგლებში“
ლევან კობერიძის თქმით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გამო არათუ არ გაუვლიათ კონსულტაციები სექტორთან, დეპუტატებმაც ძლივს მოასწრეს დოკუმენტის წაკითხვა.
კომენტარები