“ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამირან გამყრელიძის ფოტოს და წერს:
“კარგია რომ მიხვდით, რომ ხალხს თქვენი აღარ სჯერა…თავად მოსახლეობა საუბრობს, რომ არაფერი არ ჭირთ, და სარგებლობთ რა მათი განათლების დაბალი დონითა და ენის უცოდინრობით სულ ტყუილად გამოაცხადეთ ყარაჯალა და მარნეული კორონას ახალი ტალღის საფრთხედ.
თუმცა ხალხმა იცის უკვე რომ:
– სარფის საზღვარზე უპრობლემოდ გადავლენ და ტრაპზონიდან სადაც უნდათ იქ გაფრინდებიან – რომ რეგულარული ფრენები ყველა ქვეყანას აღდგენილი აქვს (რუსეთ საქართველოს გარდა)
-რომ ორ კვირიანი იძულებითი კარანტინები არცერთ ქვეყანაში აღარ არის და თვით იტალიაშიც კი არავის აღარ ახსოვს კორონა
– ხალხმა იცის, რომ დაკვეთილ ნიუსებსა და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებთ, ვითომ საფრანგეთი და ესპანეთი თავიდან იკეტება. ამ დროს, მოგზაურთა ჯგუფში დღესვე დაიდო ფოტოები საფრანგეთის და ესპანეთის აეროპორტებიდან და ხალხი უნამუსოდ მატყუარობაში გადანაშაულებთ.
– ანიტა რაჭველიშვილმა დაწერა როგორ ჩქეფს სიცოცხლე საბერძნეთსა და იტალიაში. იგივე დავწერე თურქეთიდან და დავწერ ასევე ამერიკიდან, French პოლინეზიიდან და მექსიკიდან ….
– ხალხმა ისიც იცის, “აიპრესი” უსირცხვილოდ რომ ავრცელებს კორონა დეზინფორმაციას. ალბათ დაკვეთა რომ სულ კორონაზე უნდა წერონ ყოველდღე ალბათ არჩევნებამდე ..
ხოდა ეს ტყუილები ყარაჯალაში და მარნეულშიც აღარ გაგდით, აგრესია და სიძულვილი თქვენდამი იზრდება და ამ ყველაფრისთვის არჩევნებზე მოგეზღვებათ….
გახარიასაქართველოს მთავრობაქართული ოცნება / Georgian Dream“
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ამირან გამყრელიძემ განაცხადა რომ ყარაჯალარის მოსახლეობას ვირუსის არსებობის არ სჯერა.
კომენტარები