ჟურნალისტი, ნიკა საჯაია:
დამეხმარეთ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი ქაქუთი (ჭანიეთის თემი) თითქმის ერთი კვირაა გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ელექტრო ენერგია მხოლოდ გუშინ მოვიდა, დღეს ისევ უშუქოდ არიან. მოსახლეობას ჭირდება დახმარება, ბევრი მოხუცია, ეწურებათ მედიკამენტების მარაგი, ზოგს შეიძლება საკვებიც. ღმერთმა დაიფაროს და სასწრაფოს მისვლაზე, საუბარიც ზედმეტია. ბევრი სახლი ავარიულია. ამ სოფელშია ჩემი 85 წლის ბებია, საბედნიეროდ ბიძაჩემია იქ, მაგრამ მარტო, ტექნიკის დახმარების გარეშე, გზას ვერ გაწმენდს. ჩვენს გვერდით, მარინა ბიცოლა ცხოვრობს, რომელიც ახლა მარტოა. სოფელში გვყავს მძიმე ავადმყოფიც.თავს ვიკავებდი ამდენი დღე, არ მინდოდა ჩემი პრობლემის მოხვევა, მაგრამ უკვე გაუსაძლისია. დღესაც არაფერი შეცვლილა, ბედის ანაბარაა ხალხი…
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall ღმერთს არ უქნიხართ, მაგრამ მაინც გნიშნავთ ეგებ და ვინმე შეწუხდეს
კომენტარები